მეტეოროლოგებს საქართველოში პროფესიული დღესასწაული მიულოცეს

© photo : National Environmental Agency / FBგარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო წლებში ამინდის პროგნოზირების ტექნოლოგიები გაუმჯობესდა

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა ქართველ მეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მეტეოროლოგიის დღე საქართველოში 1992 წლიდან აღინიშნება, როდესაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას შეუერთდა.

გარემოს დაცვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

© Sputnik / Alex Shlamovრეპორტიორი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი
მეტეოროლოგებს საქართველოში პროფესიული დღესასწაული მიულოცეს - Sputnik საქართველო
რეპორტიორი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი

ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა.

დამონტაჟდა და გაიმართა 50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური დანადგარი, რაც ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის უფრო სრულყოფილად შეფასებას შეუწყობს ხელს.

მეტეოლოკატორი ფოთში - Sputnik საქართველო
ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორი დამონტაჟდა

დღეისათვის ამინდის მონიტორინგი 86 მეტეოროლოგიური და 52 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს.

ყოველი წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინიციატივით  გაეროს ეგიდის ქვეშ მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე, ანუ  მსოფლიო მეტეოროლოგიური დღე  (World Meteorological Day) აღინიშნება.

ამ დღეს 1950 წელს ძალაში შევიდა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენცია, რომლის ფარგლებში გამოცხადდა ორგანიზაციის დაარსების შესახებ. თავად დღესასწაული 1961 წლიდან აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0