„გულშემატკივარი ისიამოვნებს“ - კალაძე ემზადება მატჩისთვის „მილანი“ vs „ლივერპული“

© photo : Kakha Kaladze / FB კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძე შაბათს ითამაშებს საფეხბურთო კლუბ „მილანში“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძალიან მოხარულია კვლავ ითამაშოს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ სახელით, ფეხბურთის ვეტერანების გუნდის შემადგენლობაში.

კახა კალაძე „მილანის" შემადგენლობაში „ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებს >>

კალაძე „მილანის" გუნდში ითამაშებს საქველმოქმედო მატჩში „ლივერპულის" წინააღმდეგ, რომელიც დღეს „ენფილდზე" გაიმართება. კალაძესთან ერთად მინდორზე გამოვლენ ფეხბურთელები, რომელთა გვერდით ქართველმა მცველმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა. ესენი არიან წარსული წლების ლეგენდები პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, ანდრეა პირლო, კაკა, ჯენარო გატუზო, რუი კოშტა, იააპ სტამი და სხვა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე“, - დაწერა კალაძემ თავის Facebook-გვერდზე.

კალაძე იტალიის კლუბ „მილანის“ მოთამაშე 2001-2010 წლებში იყო. „მილანთან“ ერთად ერთხელ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული გახდა, თითოჯერ გახდა უეფას სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.

ანდრეა პირლო - Sputnik საქართველო
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო თბილისშია

„ჩემს კარიერას "მილანში" წარმატებულს დავარქმევდი. რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით. ეს შეხვედრა ზუსტად "ლივერპულთან" იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადავიტანეთ“, - გაიხსენა კალაძემ.

მისი თქმით, შაბათს „მილანი“ და „ლივერპული“ იმავე შემადგენლობით ითამაშებენ, როგორც 2007 წელს.

„ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს“, - დაწერა კალაძემ.

ლეგენდების ტურნირი - მსოფლიო ფეხბურთის ვეტერანებმა თბილისში მატჩი გამართეს >>

კალაძე უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში წავიდა. 2012 წელს ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა, შემდეგ კი - ენერგეტიკის მინისტრი. 2017 წელს კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0