„სმაილის“ მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნილია

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტექნიკის მაღაზია 15 და 17 წლის მოზარდებმა გაქურდეს

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ქურდობაში ამხილეს, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
ქურდობა ვარკეთილში: ტექნიკის მაღაზია „სმაილიდან" ჰავერბორდები 21 წამში გაიტანეს

ვარკეთილში დღეს ტექნიკის მაღაზია „სმაილი“ გაქურდეს - 21 წამში ორმა არასრულწლოვანმა ჩაამსხვრია მინები და მაღაზიიდან 1500 ლარის პროდუქციის წაღება მოასწრო - ძირითადად, ჰავერბორდები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მარტს, არასრულწლოვნებმა ვარკეთილში მაღაზია „სმაილი“ გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ს მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს“.

„სმაილის“ მაღაზიათა ქსელში ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ძარცვის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0