ქურდობა ვარკეთილში: ტექნიკის მაღაზია „სმაილიდან" ჰავერბორდები 21 წამში გაიტანეს

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩამსხვრეულია მინები და წაღებულია, დაახლოებით, 1500 ლარის პროდუქცია, ძირითადად, ჰავერბორდები.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია „სმაილი“ გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები და წაღებულია, დაახლოებით, 1500 ლარის პროდუქცია - ძირითადად, ჰავერბორდები.

პოლიცია - Sputnik საქართველო
გახშირებული ქურდობის ფაქტები: ნათია მეზვრიშვილმა მიზეზები დაასახელა

როგორც „სმაილის“ მაღაზიათა ქსელის კოორდინატორმა ვახტანგ მუჯირიშვილმა განაცხადა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ძარცვის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

მისივე ინფორმაციით, წინა შემთხვევის დროს 17 ათასი ლარის ღირებულების მობილურების წასაღებად მძარცველებს მხოლოდ 30 წამი დასჭირდათ, დღეს დილით კი ძარცვა მხოლოდ 21 წამში დასრულდა.

„დაგვხვდა ჩატეხილი ვიტრინა, თავისთავად დაცვის სამსახურმა უცბად მოახდინა რეაგირება, მოვიდნენ ერთ წუთში, მაგრამ ერთი წუთი ამ ვიტრინის გატეხვას და იქიდან ნივთების წაღებას არ სჭირდება. მერე კრიმინალისტები მოვიდნენ, პოლიცია მოვიდა, ჯერჯერობით მიდის ძიება. ეს ფილიალი 5-ჯერ არის გატეხილი. აქამდე არასრულწლოვნები იყვნენ და ტელეფონები გაქონდათ, დაახლოებით, 21 წამში“, - აცხადებს ვახტანგ მუჯირიშვილი.

შსს-ს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია დამნაშავეების ვინაობა, მათ დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0