რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს

© courtesy of Faig Huseynovრაჭა ზამთრის პერიოდში
რაჭა ზამთრის პერიოდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდის გარდაცვალების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რაჭის კურორტ შოვში 14 იანვარს გაუჩინარებული 21 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

პოლიციის განყოფილება მესტიაში - Sputnik საქართველო
უკვე თვეზე მეტია, შოვში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

ბოლოს ახალგაზრდა სასტუმროსთან, თოვლის ფესტივალზე ნახეს. სამძებრო სამუშაოებს უშუალოდ შსს ათი დღის განმავლობაში აწარმოებდა, შემდეგ კი სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყვიტა. მაშველებისა და პოლიციელების გარდა სამხარაძეს ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებდა.

შსს-ს ცნობით, მამაკაცის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს.

შსს-ს ცნობით, გარდაცვალების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0