თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებით შეწყვიტა 21 წლის შოთა სამხარაძის ძებნა, რომელიც 14 იანვარს რაჭის კურორტ შოვში დაიკარგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბოლოს ახალგაზრდა სასტუმროსთან, თოვლის ფესტივალზე ნახეს. სამძებრო სამუშაოებს უშუალოდ შსს ათი დღის განმავლობაში აწარმოებდა.
„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ექნება რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ჩვენ აღვადგენთ სამძებრო სამუშაოებს", – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ დალაქიშვილმა.
მაშველებისა და პოლიციელების გარდა სამხარაძეს ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებდა.