გურიაში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმის მიზეზი

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. გურიაში, ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შეიარაღებული თავდასხმა 19 მარტს ოზურგეთის სოფელ ძიმითში  მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ბათუმში - Sputnik საქართველო
სროლა ხელვაჩაურში: დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

ავტომობილი, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადატანილი. გასროლის შედეგად სამართალდამცავები არ დაშავებულან.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0