შვილისა და მეუღლის მკვლელი მაგდა პაპიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპიძე კლინიკაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხვდა

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მაგდა პაპიძე, რომელსაც მეუღლისა და 5 წლის შვილის — ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საპატიმროდან კლინიკაში გადაიყვანეს, წერს გაზეთი „რეზონანსი".

სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა>>>

პაპიძის დის ლანა პაპიძის განცხადებით, მაგდას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც ერთი თვის წინ მას ოპერაციაც გაუკეთეს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სასამართლომ მაგდა პაპიძის განაჩენის გადახედვაზე უარი განაცხადა

„მაგდას დიაბეტი აქვს. ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მხედველობის დაკარგვის საშიშროების წინაშე ვიდექით, მაგრამ გადავრჩით. მას თვალზე იმპლანტის ჩადგმა დასჭირდა. დაბურვა ჰქონდა. ოპერაცია ერთი თვის წინ გაუკეთეს, მაგრამ ამის მერე შეხორცებასტან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდა", – განაცხადა ლანა პაპიძემ.

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა 2016 წლის 6 ივლისს შეუფარდეს. ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს კამათის დროს ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ კი მცირეწლოვანი შვილი გაგუდა.

სასამართლო სხდომების დროს პაპიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. პაპიძის თქმით, ამის შედეგად მას მუცელი მოეშალა. ის ამტკიცებს, რომ დაირღვა მისი უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებით არის გათვალისწინებული („წამების აკრძალვა" და „დისკრიმინაციის აკრძალვა").

პაპიძის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, მაგრამ მან საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0