თბილისში მამა-შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა-შვილს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მამა-შვილი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული - Sputnik საქართველო
საბურთალოზე „გირო კრედიტი" დააყაჩაღეს

პეკინის ქუჩაზე მდებარე „გირო კრედიტის" ფილიალზე თავდასხმა გუშინ, დილით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. ბრალდებულებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს.

პოლიციამ 54 წლის მამაკაცი და მისი 30 წლის შვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მამა და შვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „ყაჩაღობისა" და „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების" მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0