თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტის" ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანი შეიარაღებული პირები „გირო კრედიტის" ოფისში დილის საათებში შეიჭრნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.