თბილისში შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესები იცვლება

გამოწერა
უახლოეს მომავალში თბილისის მერი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესში ცვლილებების შეტანას გეგმავს

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. თბილისის მერია მუშაობს ცვლილებებზე, რომლებიც შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესს უკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია >>

მუნიციპალური ინსპექცია არა მხოლოდ მშენებლობის პროცესს უნდა აკვირდებოდეს, არამედ შენობების ექსპლუატაციაში მიღებისას მისი უსაფრთხოებაც უნდა გააკონტროლოს, აღნიშნა მერმა.

„ამ მიმართულებით, ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, რომელიც ბოლო წლებმა გვაჩვენა. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისეთ შენობა-ნაგებობებში ეცხოვრათ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უახლოეს მომავალში ვაპირებ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდო იმ ცვლილებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„დაშლილები“ ისანში - Sputnik საქართველო
თბილისი ჯართისა და ძველი საბურავებისგან გაიწმინდება

2018 წელს თბილისში მშენებლობის ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. ცვლილებების მიზანს მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდა წარმოადგენს.

ამიერიდან მშენებლობისას ყველა სადარბაზოში აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს კვამლის დეტექტორები და სიგნალიზაციის სისტემა, ასევე, ცეცხლმაქრი მოწყობილობა - ყველა სართულზე. გარდა ამისა, სადარბაზოები და ბინების კარები ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალით უნდა იყოს გაკეთებული. ასეთი კარი ცეცხლს მინიმუმ 30 წუთით შეაჩერებს.

მრავალსართულიან შენობებში თითო სადარბაზოში უნდა დამონტაჟდეს ორ-ორი ლიფტი. ხოლო სახლებში, რომელთა სიმაღლე 23 მეტრს აღემატება, უნდა გაკეთდეს ორი კიბე, რათა მცხოვრებლებს შენობიდან გამოსვლის ალტერნატიული საშუალება ჰქონდეთ.

თბილისში ელიავას ბაზრობის ნაწილს რეკრეაციულ ზონად გადააქცევენ >>

37 მეტრზე მაღალი შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი სახანძრო-სამაშველო ლიფტით, რომლებიც ცალ-ცალკე 1200 კილოგრამზეა გათვლილი. 130 მეტრზე მაღალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ლიფტების გარდა, აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი კიბით.

მრავალსართულიანი შენობებისთვის დაწესებული მოთხოვნები შემუშავებულია იმ მიზნით, რომ მათ ხანძარს გაუძლონ, სულ მცირე, სამი საათის განმავლობაში. აკრძალულია შენობებში იოლად აალებადი და ისეთი სამშენებლო მასალების გამოყენება, რომლებიც ხანძრის გავრცელებას უწყოს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0