საზარელი კადრები - ბათუმში მიუსაფარ ძაღლებს ხოცავენ?

© Sputnik / Ilya Pitalevმიუსაფარი ძაღლები თავშესაფარში
მიუსაფარი ძაღლები თავშესაფარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმელი ქალბატონი კომპანიას, რომელიც მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობით არის დაკავებული, ცხოველების დახოცვაში ადანაშაულებს

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. ბათუმელმა ქალბატონმა ქალაქის ნაგავსაყრელზე მკვდარი ძაღლები გადაიღო.

ბიჭმა, რომელმაც ქუჩის ძაღლს თავისი ქურთუკი დააფარა, სოციალური ქსელი „ააფეთქა" >>

Facebook-ზე საზარელი კადრები გავრცელდა: კადრებში პოლიეთილენის პარკებში გახვეული მკვდარი ძაღლები ჩანს. ქალი ამტკიცებს, რომ მიუსაფარი მკვდარი ძაღლები ნაგავსაყრელზე გვიან ღამით მიკროავტობუსით მოჰყავთ.

ბათუმის მერიაში ტელეარხ Imedi-ს განუცხადეს, რომ ქალაქში მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო. უწყებაში კი ამტკიცებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ძაღლებს არ ხოცავენ, არამედ ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ მარხავენ.

მიუსაფარი ძაღლები - Sputnik საქართველო
თბილისში მიუსაფარ ძაღლებს გამოკვებავენ

მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობით დაკავებული კომპანია „სევერის“ ხელმძღვანელი, ჯემალ გოგიტიძე აცხადებს, რომ ნაგავსაყრელზე, ე,წ. ბეიკერის ბუნკერში მართლაც მარხავენ ცხოველებს, მაგრამ არა მოკლულებს, არამედ გარდაცვლილებს. გოგიტიძე ამტკიცებს, რომ ცხოველებს ხოცავენ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში: როდესაც ძაღლი ავადაა და სხვა ცხოველების დაინფიცირების საფრთხეს წარმოადგენს.

ქალბატონს, რომელმაც კადრები გაავრცელა, გოგიტიძე პროვოკაციაში ადანაშაულებს.

„ამ ქალს დაეკარგა კატა, მოვიდა ჩვენთან და დაგვაბრალა, რომ კატა ჩვენ მოვკალით. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარვყავით ფაქტი, რის შემდეგაც გამოვიდა და ეს ბეიკერის ბუნკერი გადაიღო. აქ კანონით ხდება ძაღლების დამარხვა. ბუნკერი ბოქლომით არის დაკეტილი, დღეს დილით კი ღია დაგვხვდა. ეჭვი მაქვს, რომ მან მოხსნა ბოქლომები გადაღებისთვის. ამას სამართალდამცველები გაარკვევენ“, – ციტირებს გოგიტიძეს პირველი არხი.

ამასთან, ქალბატონი, რომელმაც კადრები გაავრცელა, პროვოკაციაში კომპანია „სევერის“ ადანაშაულებს.

„აი, ხომ ხედავთ, ყველაფერზე მიდიან. მე მარტო არ ვყოფილვარ, სხვებიც არიან მოწმე, რომ ბუნკერი ღია იყო, რითი უნდა მომეგლიჯა ბოქლომი. მე ვამტკიცებ, რომ უპატრონო ცხოველებს ხოცავენ და საშინელებები ხდება“, – განაცხადა ქალმა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბათუმის ცენტრში კი ცხოველთა დამცველებმა და მოყვარულებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შესაბამისი სამსახურებისგან თავშესაფარში მყოფი ცხოველებისადმი კანონიერი მოპყრობა მოითხოვეს.

საქართველოში ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება – ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა >>

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დღეისათვის ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით. პირთა ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან არასრულწლოვანთა წინაშე ჩადენილი იმავე ქმედება ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცაღა ხელისუფლება სასჯელის გამკაცრებას აპირებს.

ცვლილებების პაკეტის თანახმად, ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი სასჯელი: საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მსგავსი დანაშაულის არასრულწლოვნის მიერ ჩადენის შემთხვევაში სასჯელი განისაზღვრება მისი მშობლისა ან კანონიერი წარმომადგენლის მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0