ბიჭმა, რომელმაც ქუჩის ძაღლს თავისი ქურთუკი დააფარა, სოციალური ქსელი „ააფეთქა"

გამოწერა
იმან, თუ როგორ თბილად ეპყრობა 11 წლის ბიჭი მაწანწალა ძაღლს, Facebook-მომხმარებლის აღტაცება გამოიწვია

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 11 წლის ლევან გიორგაძე დღის გმირი გახდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტო, როგორ აფარებს ის თავის ქურთუკს მაწანწალა ძაღლს თბილისის გარეუბანში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინ.

ფოტო კომენტარით „თავისთვის იწვა ძაღლი, მივიდა, ეფერა და მერე თავის ქურთუკი დააფარა", საოცარი სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში. Facebook-ში ის მომხმარებელმა Dembo Lomidze-მ გამოაქვეყნა.

ფოტოთი ქალაქის რაიონი სოციალური ქსელი მომხმარებელმა მაშინვე იცნო - მუხიანი. პოსტის გაზიარებების რაოდენობამ 1,7 ათასს უკვე გადააჭარბა.

„როცა ადამიანად დაიბადები", - დაწერა მომხმარებელმა ანი კოშაძემ.

„ასწავლეთ შვილებს ცხოველების სიყვარული და ისინი უდავოდ კარგი ადამიანები გახდებიან", - დაწერა Levani Tako-მ.

„აი, ასეთი მომავლის მჯერა", - აღნიშნა Marianna Matiashvili-მა.

მას შემდეგ, რაც 11 წლის ბიჭი სოციალური ქსელის გმირი გახდა, ის თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიწვია. უწყების თანამშრომლებმა ბავშვთან ერთად თბილისში, სუნდუკიანის ქუჩაზე ძაღლის დიდი სადგომი დაამონტაჟა.

 

ყველა ახალი ამბავი
0