დსთ-ის ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან

გამოწერა
დსთ-ის ქვეყნების ბაზრები სწრაფად მზარდია, რაც ქართულ პროდუქციაზე მაღალ მოთხოვნას ქმნის, მიაჩნია მინისტრს

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. დსთ-ის ქვეყნები არის და იქნება საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პირველი არხის ეთერში.

2018 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 12,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 3,4 მლრდ დოლარი, იმპორტმა - 9,1 მილიარდ დოლარზე მეტი. დსთ-ის ქვეყნებზე ექსპორტის 49,9% და იმპორტის 29,6% მოდის.

საგარეო ბრუნვა: საქართველომ ყველა მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა >>

„დსთ-ის ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი ბაზარი. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ რუსეთზე, აქ არის ლაპარაკი ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ყაზახეთი და ა.შ. ამაში არაფერი ცუდი არ არის. რაც შეეხება სტაბილურობას, ეს არის მზარდი ბაზრები , რომლებიც უფრო მეტ და მეტ მოთხოვნას შექმნიან საქართველოს პროდუქციაზე“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ვაჭრობის ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობა ასევე იზრდება.

მინერალური წყალი ბორჯომი - Sputnik საქართველო
აგროპროდუქციის ექსპორტმა საქართველოდან 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 4,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 25%-ით მეტია. ექსპორტმა დაახლოებით 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა - რაც 2017 წელთან შედარებით 41,6%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა - დაახლოებით 2,7 მლრდ დოლარი, რაც 2017 წელთან შედარებით 16,5%-ით მეტია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2018 წელს დაახლოებით 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პერიოდთან 17,7%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 730,3 მლნ დოლარი შეადგინა - 11,5%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა - 2,6 მლრდ დოლარზე მეტი, რაც 2017 წელთან შედარებით 19,5%-ით მეტია.

2018 წლის ბოლოსთვის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი - მთლიანობაში 2018 წელს ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 33,4%-ს შეადგენს.

© Sputnik / Konstantin Ivanovვისთან ვაჭრობს საქართველო
დსთ-ის ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან - Sputnik საქართველო
ვისთან ვაჭრობს საქართველო
ყველა ახალი ამბავი
0