თბილისი, 19 მარტი - Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად განაცხადები 80 ქვეყნის ახალგაზრდა ფოტოპროფესიონალებმა შეიტანეს. კონკურსის 2014 წელს დაარსების მომენტიდან განაცხადების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. კონკურსმა, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ფოტოკორესპონდენტის, ანდრეი სტენინის ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა, ხუთი წლის იუბილეზე ახალ სიმაღლეს მიაღწია.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შეჯამებისას, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ოლეინიკმა ხაზგასმით აღნიშნა: „უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოგზავნილი ნამუშევრების გეოგრაფიული დაფარვა და მაღალი დონე შთამბეჭდავია და ძალიან გვახარებს. ყოველწლიურად კონკურსს ემატება სულ უფრო მეტი ქვეყნის ფოტოკორესპონდენტი და 2019 წელიც არ გახდა გამონაკლისი - მის აქტივს შეემატა ნამუშევრები ბუტანიდან, ბოლივიიდან, იემენიდან, ლუქსემბურგიდან, მავრიკიდან, პაპუა-ახალი გვინეადან, სოლომონის კუნძულებიდან, სომალიდან, სუდანისა და ეთიოპიიდან, სულ ათი ქვეყნიდან! სტენინის სახელობის კონკურსი მყარად არის აღნიშნული მნიშვნელოვანი ფოტოგრაფიული მოვლენების საერთაშორისო აფიშაში. ახლა მოულოდნელად ველით საერთაშორისო ჟიურის მუშაობის დაწყებას და კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ!“
ფოტოგრაფიის ოსტატებს აპრილში მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების ნამუშევრების გადახედვა და შეფასება მოუწევთ. კონკურსის უცხოელი მონაწილეების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და 2019 წელს რუსული და საერთაშორისო ნამუშევრების შეფარდებამ 37% 63%-თან შეადგინა (გასულ წელს კი 48%/52%). რუსეთთან ერთად ნამუშევრების რაოდენობის მიხედვით ლიდერები გახდნენ ფოტოგრაფები ირანიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან, ეგვიპტედან, მექსიკიდან და ბანგლადეშიდან.
ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნაშრომები: დასახელდნენ სტენინის კონკურსის გამარჯვებულები >>
კონკურსის შორტ-ლისტი 13 ივნისს ვებგვერდ stenincontest.ru-ზე გამოცხადდება. კონკურსის ჯილდოები გამარჯვებულებს გადაეცემათ 2019 წლის შემოდგომაზე, მაშინვე დაიწყება კონკურსის ლაურეატების ნამუშევრების გამოფენა მოსკოვში და მსოფლიოს ქალაქებში კონკურსის შემოქმედებითი ტურნე.
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.
საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik კონკურსის საერთაშორისო პარტნიორია.