ცნობილი გახდა სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის ჟიურის ვინაობა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისტენინის კონკურსი
სტენინის კონკურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის საუკეთესო ფოტოებს მსოფლიოში ცნობილი შვიდი პროფესიონალი შეარჩევს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ინტერნაციონალური ჟიურის შემადგენლობაში სახელგანთქმული ფოტოგრაფები და მსოფლიოში ცნობილი გამოცემების რედაქტორები შევიდნენ.

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის 2018 წლის ფინალისტები დასახელდნენ>>>

2019 წელს ნამუშევრებს შეაფასებენ The New York Times-ის ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს ჰილი, გერმანიაში ტურიზმისა და პრეს-ფოტოგრაფიის სფეროში მედიაბაზრის ლიდერი ფოტოსააგენტო laif-ის ხელმძღვანელი პიტერ ბიტცერი, აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალი Time News Magazine-ის ფოტოგანყოფილების ხელმძღვანელი ელის გაბრინერი, სამხრეთ კორეის მოწინავე საინფორმაციო სააგენტო Yonhap News Agency-ს ხელმძღვანელის მოადგილე ჩო ბო ჰი, ამერიკელი ფოტოგრაფი ხუან არედონდო, ევროპული პრეს-სააგენტო ЕПА-ს რუსი ფოტოგრაფი სერგეი ილნიცკი, იტალიის პროვინცია ლოდიში ეთიკური ფოტოგრაფიის ყოველკვირეული ფესტივალის დამფუძნებელი და კოორდინატორი ალბერტო პრინა.

„იყო ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის ჟიურის წევრი – დიდი პატივი და პრივილეგიაა, რამდენადაც მისი მიზანი ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერაა. თანამედროვე სამყაროში ძლიერი ფოტოჟურნალისტების ნაკლებობაა", – განაცხადა ფოტოსააგენტო laif-ის ხელმძღვანელმა პიტერ ბიტცერმა.

TIME-ის ფოტოგანყოფილების ხელმძღვანელმა ელის გაბრინერმა აღნიშნა, რომ ციფრულ ეპოქაში ყოველდღიურად მილიონობით ფოტო ჩნდება და ვრცელდება.

„ამ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამოცნობა, გამოყოფა და ყურადღების მიქცევა იმ ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც ფოტოგრაფიის სამყაროში ჩნდება. მე მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა დავინახავ, ახალი თაობა ფოტოგრაფიის საშუალებით როგორ ჰყვება საკუთარ ისტორიებს", – განაცხადა გაბრინერმა.

2019 წელს პრიზები ხუთ ნომინაციაში გაიცემა. გასული წლის ნომინაციებს – „მთავარი სიახლე", „სპორტი", „ჩემი პლანეტა", „პორტრეტი", „ჩვენი დროის გმირი" დაემატა ახალი – „შთაგონება".

კონკურსზე ნამუშევრების მიღება ვებ-გვერდ stenincontest.ru-ზე 2019 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ცეცხლში: ზღვარს მიღმა. ჯასტინ სალივანი - Sputnik საქართველო
სტენინის სახელობის კონკურსი: საუკეთესო ფოტო ონლაინ-კენჭისყრის თანახმად

2019 წლის კონკურსის საპრიზო ფონდი თითოეულ ნომინაციაში პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასულებისთვის 100 000, 75 000 და 50 000 რუბლია. სტენინის სახელობის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელი კი 700 000 რუბლს მიიღებს.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik კონკურსის საერთაშორისო პარტნიორია.

 

ყველა ახალი ამბავი
0