თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი ინტერნეტ-აუდიტორიის შეფასებით გახდა კეიპტაუნელი ფოტოჟურნალისტის ჯასტინ სალივანის დოკუმენტური ქრონიკა. „ცეცხლში: ზღვარს მიღმა" — ესაა ცეცხლის სტიქიასთან ბრძოლის ამსახველი რეპორტაჟი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ათასობით ჰექტარ ტყეს ანადგურებს ყოველწლიურად.
ავტორის აზრით, ამ კადრებში შერწყმულია „…ბუნების უჩვეულო სილამაზე და მისი დამანგრეველი ძალა". ნამუშევარი კენჭისყრის აბსოლუტური ლიდერი გახდა, მას ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა მეოთხედზე მეტმა, იუწყება საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" პრეს-სამსახური.
სერიის შექმნაზე საუბრისას სალივანი აღნიშნავს: „უკვე სამი წელია, რაც ფოტოპროექტი გრძელდება, რომლის ფარგლებში მოვამზადე სერია „ცეცხლში: ზღვარს მიღმა". უზარმაზარი ძალა და დრო დამჭირდა, რომ მოვმზადებულიყავი ბუნებრივი ხანძრის ჩაქრობაში. უამრავი ღამე გავატარე მთებში მეხანძრეების ჯგუფებთან და ამ მიზნის მისაღწევად ბევრი მსხვერპლი გავიღე".
„ძალზე სასიამოვნოა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეხანძრეების ფოტოები შეირჩა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის. უფრო მეტიც, ამ ნამუშევრის მონაწილეობა კონკურსში ყურადღებას იპყრობს ხანძრების პრობლემისადმი მსოფლიო დონეზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ამის წყალობით გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა ამ სფეროში, ასევე განვითარდება პროექტები გარემოს დაცვის კუთხით".
კონკურსის გამარჯვებულებთან ერთად, რომლებსაც პროფესიული ჟიური 2018 წლის 6 აგვისტოს დაასახელებს პროექტის ვებ-გვერდზე stenincontest.ru, ონლაინ-კენჭისყრაში გამარჯვებული დიპლომს მიიღებს. გამარჯვებულებს ჯილდოები გადაეცემათ 2018 წლის შემოდგომაზე, მაშინ გაიხსნება მათი ნამუშევრების გამოფენა მოსკოვში.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.
კონკურსის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, სიანფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საერთაშორისო საინფორმაციო მულტიპლატფორმა TeleSUR, გაზეთ China Daily-ს ინტერნეტ-პორტალი, საინფორმაციო სააგენტო PNA, ონლაინ-პორტალი და გაზეთი AlYoum AlSabee, ინტერნეტ-პორტალი The Paper, საინფორმაციო სააგენტო Bernama, ეროვნული რადიომაუწყებელი კომპანია Radio Republik Indonesia, საინფორმაციო სააგენტო Antara, მედიაქსელი Al Mayadeen.
დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სახით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალი Fotoistanbul, Kolga Tbilisi Photo.