გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროებაა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Пострадавший во время ЧП в Гудаури - Sputnik საქართველო
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი ვერ გამოფრინდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, გუდაურში ამ დროისთვის მხოლოდ პირველი საბაგიროა ჩართული.

„დღეს, 18 მარტს რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დილიდან გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს. ამ ეტაპისთვის ჩართულია მხოლოდ პირველი საბაგირო", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროებაა.

გუდაური – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში. კურორტი ზღვის დონიდან 2,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0