თბილისის სტუმრებსა და ადგილობრივ მცხოვრებთ ფუნიკულიორი დროებით ვერ მოემსახურება

© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდა
მთაწმინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ფუნიკულიორი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო რამდენიმე დღით დაიკეტება

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკის ფუნიკულიორი ყოველწლიური გეგმური შემოწმების ფარგლებში ოთხი დღით დაიკეტება, ნათქვამია პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ფუნიკულიორი 19-დან 22 მარტამდე დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე არ იმუშავებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საათი „ეშმაკის ბორბალზე“ და წარწერა "თბილისი" ფუნიკულიორზე: დაგეგმილი სიახლეები

ფუნიკულიორის ქვედა სადგური რუსთაველის გამზირიდან 15 წუთის სავალზეა და მთაწმინდაზე ასასვლელად ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა. მისი პროფილაქტიკური სამუშაოების განმავლობაში მთაწმინდის პარკში მისვლა შესაძლებელი იქნება საავტომობილო გზით.

რამდენიმე ათეული წლის წინ მთაწმინდას თბილისის ცენტრთან ფუნიკულიორის გარდა აკავშირებდა საბაგირო, რომლის ქვედა სადგური მეტრო „რუსთაველის“ მახლობლად, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობდა. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლამდე იმუშავა, როდესაც ბაგირის გაწყვეტის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა 19 ადამიანი. 

მთაწმინდის გასართობი პარკი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 100 ჰექტარზეა გადაჭიმული. 1938 წელს გაშენებული პარკი 2000-იან წლებში განახლდა და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიება, ყველის, ნაყინისა თუ ყვავილების ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და სხვ. ტერიტორიაზე უამრავი ატრაქციონი და კაფე-ბარია. 

ყველა ახალი ამბავი
0