90-იან წლებში დაღუპული სამხედროების ნეშტები დაკრძალეს

© State Ministry for Reconciliation and Civic Equality of Georgia / FBაფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი
აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 წლის წინ აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედროების ახლობლებმა მათი დაკრძალვა თბილისის ძმათა სასაფლაოზე და ოჯახურ სასაფლაოებზე გადაწყვიტეს

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 12 სამხედროს ნეშტები პატივით დაკრძალეს.

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.

პარასკევს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დეპუტატებმა და ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა.

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaაფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი
90-იან წლებში დაღუპული სამხედროების ნეშტები დაკრძალეს - Sputnik საქართველო
აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი

საქართველოს ტერიტორიაზე 1990-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად 2,3 ათასზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

„26 წელი გავიდა მას შემდეგ, ისინი დღემდე ეძებდნენ მათ ნათესავებს როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს. საუბედუროდ, მათი იდენტიფიცირება მოხერხდა, როგორც დაღუპულების. მოხდა მათი გადმოსვენება და დღეს ამ ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის; ჩვენ გვეცოდინება ჩვენი გმირების საფლავები“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
აფხაზეთის ომში გაუჩინარებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია

თბილისის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს სამი სამხედრო, ხოლო დანარჩენი სამხედროების ნეშტები მათმა ოჯახებმა ოჯახურ სასაფლაოებზე დაკრძალეს.

2010  წელს,  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, 1992-1993 აფხაზეთში საომარი მოქმედებების  შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობის შედეგად მოძიებულია 500 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200 იდენტიფიცირებულია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0