ალგეთში თოკების პარკი გაიხსნება

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushyn / გადასვლა მედიაბანკშითოკების პარკი
თოკების პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე დიდი თოკების პარკი გათვალისწინებული იქნება როგორც უფროსების, ისე ბავშვებისთვის

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში მაისში საქართველოში ყველაზე დიდი თოკების პარკი გაიხსნება, რა ამ ადგილს ტურისტებისთვის ბევრად მიმზიდველს გახდის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორის ავთანდილ მჭედლიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიას გაერო დაეხმარება>>

თოკების პარკი დაბა მანგლისში განკუთვნილი იქნება როგორც უფროსების, ისე ბავშვებისთვის. ატრაქციონის სიგრძე უფროსებისთვის დაახლოებით 35 მეტრი იქნება, ხოლო ბავშვებისთვის - 25 მეტრი. ამას გარდა, პარკში იქნება ორი ზიპლაინი - ექსტრემალური ატრაქციონი - ფოლადის კაბელზე სწრაფი დაშვება.

„ეს იდეალური ადგილი იქნება მათთვის, ვისაც უყვარს სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმი. ეს რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ვცდილობთ, რომ ჩვენი რეგიონი პოპულარული იყოს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ოთხივე სეზონის განმავლობაში. თოკების პარკი ამ მიზნის მიღწევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება", - განაცხადა მჭედლიძემ.

თოკების პარკში მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები. ადგილზე იმუშავებენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც ვიზიტორებს სხვადასხვა დონის გავლაში დაეხმარებიან, აღნიშნა მან. გარდა ამისა, ტურისტები შეძლებენ ცხენით ჯირითს, გიდის მომსახურების მიღებას, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სადილს, ოჯახური ტიპის სასტუმროში განთავსებას.

საბადურის ტყის ინფრასტრუქტურა - Sputnik საქართველო
2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

ალგეთის ეკოტურისტული განვითარებისთვის 250 ათასი ლარია გამოყოფილი. თოკების პარკი მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. პარკში ოცზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

ალგეთის პარკის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. აქ 2018 წელს 77%-ით მეტი ვიზიტორი იყო, ვიდრე 2017 წელს. ეს, მჭედლიძის განცხადებით, 33,2 ათასზე მეტი ვიზიტორია.

ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სამი მნიშვნელოვანი ძეგლია - ბირთვისის შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე, ისტორიული ციხე-სიმაგრე სამშვილდე და დაშბაშის კანიონი.

საქართველო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა>>

უახლოეს პერიოდში განზრახულია ამ ადგილების ტურისტული განვითარება: დაგეგმილია კოტეჯების დადგმა, ადგილების პიკნიკისთვის მოწყობა, ღია ტერასების გაკეთება. ეს ყველაფერი, მჭედლიძის განცხადებით, მეტ ვიზიტორს მიიზიდავს და რეგიონის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0