ახალი ალადინი 2019 - გამოსვლის თარიღი, თრეილერი, მსახიობები

© AP Photo / Matthias Schraderუილ სმიტი
უილ სმიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ გაი რიჩის ახალი ამერიკული ფილმი „ალადინი“ კინოეკრანებზე 2019 წელს გამოვა - მისი მსოფლიო პრემიერა 24 მაისისთვისაა დაგეგმილი.

ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „ალადინი“ 1992 წელს დისნეის კინოსტუდიის მიერ შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმის მიხედვითაა გადაღებული.

სათავგადასავლო ფილმის შემქმნელებმა ორშაბათს ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნეს.

მრავლისმთქმელი თრეილერი

„ალადინის“ ოფიციალური თრეილერიდან ჩანს, რომ გაი რიჩის ნამუშევარი მიუზიკლის ელემენტებით გაჯერებული ლამაზი ზღაპარია.

სიუჟეტის მიხედვით, მაყურებელს ელოდება თვალწარმტაცი მოგზაურობა აგრაბაში და შეხვედრა საყვარელ გმირებთან: გაბედულ ალადინთან, შესანიშნავ და მხიარულ ჯინთან, თავისუფალი სულის ამაყ პრინცესა ჟასმინთან, ქურდბაცაცა მაიმუნ აბუსთან, სულთნის გაიძვერა ვეზირ ჯაფართან და მის უცვლელ თანაშემწესთან - მოლაპარაკე თუთიყუშ იაგოსთან.

ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმენის სიმღერები, რომლებმაც მულტფილმს პოპულარობა მოუტანა, ახალ მხატვრულ ფილმშიც გაიჟღერებს. ამასთან, მაყურებელი მოისმენს იმავე მენკენის მიერ შექმნილ ახალ კომპოზიციებსაც.

„ალადინის“ თრეილერი პუბლიკას სურათის მთავარ პერსონაჟებსაც აცნობს. ჯინის როლს „ჰოლივუდის შავი ბრილიანტი“ - უილ სმიტი ასრულებს. ხალისიანი, ცეცხლოვანი მსახიობი, თაყვანისმცემლების აზრით, თავად ჰგავს ჯინს ანიმაციური ფილმიდან. ამიტომ იდეალურად შეეფერება ამ როლს.

უილ სმიტმა 50 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა - Sputnik საქართველო
უილ სმიტმა 50 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა

2019 წლის თებერვალში გამოსულ თრეილერში უილ სმიტი მოგვევლინა სურვილების ამსრულებელ ცისფერკანიან ჯინად, რომელიც მაშინვე იქცა ინტერნეტმემად და მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

თაყვანისმცემლების ნაწილი აღფრთოვანებულია, ნაწილი სასაცილო სურათების მონტაჟითაა დაკავებული. თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ლურჯად შეღებილმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ცოტა არ იყოს შეაშინა.

ახალი თრეილერიდან ჩანს, რომ ფილმში სმიტს, უმეტესად, ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს.

სხვათა შორის, სმიტი ერთადერთი ცნობილი მსახიობია, რომელიც ფილმში მონაწილეობს. რეჟისორი მთავარი როლებისთვის შეგნებულად ეძებდა უცნობ მსახიობებს და ისინი ათასობით კანდიდატისგან შეარჩია.

© photo: Aladdin / FBრეჟისორ გაი რიჩის ახალი ფილმ „ალადინის“ პოსტერი
ახალი ალადინი 2019 - გამოსვლის თარიღი, თრეილერი, მსახიობები - Sputnik საქართველო
რეჟისორ გაი რიჩის ახალი ფილმ „ალადინის“ პოსტერი

ალადინის როლს ასრულებს მენ მასუდი, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ ეპიზოდურ როლებში მონაწილეობდა, პრინცესა ჟასმინის როლი კი მოირგო ნაომი სკოტმა, რომელსაც დასამახსოვრებელი პერსონაჟები ჯერ არ შეუქმნია.

ჯაფარის როლს „ალადინში“ ასევე ნაკლებად ცნობილი მსახიობი მარვან კენზარი ასრულებს, რომელიც საოცრად ჰგავს ბოროტმოქმედ ვეზირს მულტფილმიდან.

აგრაბას სულთნის როლი ერგო კოლორიტული აღმოსავლური გარეგნობის ნავიდ ნეგაბანს.

აჯობებს თუ არა ახლად შექმნილი სათავგადასავლო ფილმი მულტფილმს, რომელიც თავის დროზე უოლტ დისნეის სტუდიის ნამდვილ შედევრად იქცა, ორი თვის შემდეგ გავიგებთ.

© photo: Aladdin / FBრეჟისორ გაი რიჩის ახალი ფილმ „ალადინის“ პოსტერი
ახალი ალადინი 2019 - გამოსვლის თარიღი, თრეილერი, მსახიობები - Sputnik საქართველო
რეჟისორ გაი რიჩის ახალი ფილმ „ალადინის“ პოსტერი

როგორც ცნობილი იყო, ახალი „ალადინის“ მსოფლიო პრემიერა 2019 წლის 24 მაისისთვის არის დაგეგმილი.

მასალა მომზადებული ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0