ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და რეპერმა უილ სმიტმა 50 წლის იუბილე ვერტმფრენიდან გადმოხტომით აღნიშნა.
მსახიობმა Youtube-ს საკუთარ არხზე პირდაპირ ეთერშიც უჩვენა, თუ როგორ ჩაატარა ტრიუკი, რომელსაც, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.
როგორც მოგვიანებით შთაბეჭდილებების გაზიარებისას გაირკვა, უილ სმიტს „ასე არასდროს შეშინებია“.