„გირჩმა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პირობები წაუყენა

© FB / Liberaliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ აუდიტის სამსახურს საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი უთხრა

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობაზე უარი მანამდე განაცხადა, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.

„ჩვენ უარს ვაცხადებთ აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობასა და მათთან უაზრო ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე, მანამ, სანამ ის არ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას ეუთო-ს დასკვნაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს“, - ნათქვამია „გირჩის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ღია წერილში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებზე 28 თებერვალს შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართა.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ვინ ვერ ამოიცნო ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილ პორნოვიდეოში დეპუტატმა მათიკაშვილმა

ანგარიშის თანახმად, არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიულად ორგანიზებული, კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, ხოლო ამომრჩევლებს - არჩევანის თავისუფლად გაკეთება. თუმცა დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები მმართველი პარტიიდან.

უყურადღებოდ არ დარჩენილა 600 ათასი მოქალაქის საბანკო ვალის ჩამოწერის დაპირება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დადო. „ეს შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს“, - განაცხადა პარტიამ ეუთოს ანგარიშზე დაყრდნობით.

„აუდიტის სამსახურს, ისევე როგორც, სხვა არც ერთ ორგანოს, არ გამოუხატავს არანაირი დაინტერესება ამ ფაქტის მიმართ, არ დაუწყია მოკვლევა და არ დაუყენებია ეჭვქვეშ „ქართული ოცნების“ ქმედებათა კანონიერება“, - ნათქვამია „გირჩის“ წერილში.

პარტია „გირჩი“ სამახსოვრო ნივთებს აუქციონზე გაყიდის >>

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, 2018 წლის 28 ოქტომბერს, კანდიდატთა რეკორდულმა რაოდენობამ - 25-მა ადამიანმა მიიღო. მეორე ტურში, 28 ნოემბერს, გადავიდნენ ყოფილი მმართველია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. გამარჯვება ზურაბიშვილმა 59,52%-ით მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0