საქართველოში სასამართლოები მცირე დავებისგან გათავისუფლდებიან

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის გარდა რეგიონული საარბიტრაჟო სასამართლო შეიქმნება

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მედიაციის ინსტიტუტის შექმნის საკითხს განიხილავს, განაცხადა პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შესაბამისი ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის განსახილველად უკვე წარუდგინა. პრემიერის თქმით, მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით სასამართლოების მცირე დავებისგან გათავისუფლება მოხერხდება.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა

„ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემად მიიჩნევს პროცესის ხანგრძლივობას, რასაც სასამართლოების გადატვირთულობაც განაპირობებს. მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით, სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისგან და შესაბამისად, ეს აისახება იმაზე, რომ დავების გადაჭრა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინსტიტუტის შემოღება საქართველოს როგორც რეგიონული ეკონომიკური ცენტრის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება.

„შარშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო არბიტრაჟთან მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თბილისი გახდეს რეგიონული ცენტრი არბიტრაჟის თვალსაზრისით. დღევანდელი ინიციატივით, არბიტრაჟს დაემატება მედიაცია. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში საქართველო იქნება როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი და შესაბამისად, რეგიონალური ცენტრი, რომელიც ამავე დროს არის წინაპირობა, რომ საქართველო იყოს რეგიონში ეკონომიკური ცენტრი“, - განაცხადა ბახტაძემ.

„რეგიონული ფინანსური ცენტრი": საქართველოში კომერციული არბიტრაჟი შეიქმნება >>

პარიზში 2018 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან (ICC) კომერციული არბიტრაჟის შექმნის შესახებ. კომერციული არბიტრაჟი, ანუ საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტისთვის დაფუძნებული დამოუკიდებელი დაწესებულებაა. სასამართლოს შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს. სასამართლოს შემადგენლობაშია 100-ზე მეტი წევრი 90 ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან.

ყველა ახალი ამბავი
0