„რეგიონული ფინანსური ცენტრი": საქართველოში კომერციული არბიტრაჟი შეიქმნება

© FB / Government of Georgiaმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურს ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ეფექტური ინტეგრირება სურს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 20 დეკემბერს პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან (ICC) ხელს მოაწერს შეთანხმებას კომერციული არბიტრაჟის შექმნის შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.

კომერციული არბიტრაჟი, ანუ საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტისთვის დაფუძნებული დამოუკიდებელი დაწესებულებაა. სასამართლოს შტაბ-ბინა პარიზშია. სასამართლოს შეადგენლობაშია 100-ზე მეტი წევრი 90 ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან.

„პარიზში 20 დეკემბერს საერთაშორისო არბიტრაჟთან ხელს მოვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ფაქტობრივად ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, ვინც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და, ზოგადად, წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას", – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„რევოლუციური სიახლე“: რა შეღავათებს გეგმავს საქართველოს მთავრობა უცხოელებისთვის

მთავრობის მეთაურის სიტყვებით, საარბიტრაჟო სასამართლოს შექმნის მიზანია საქართველოს კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.

„ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც კი არსებობს ზოგადად არბიტრაჟის მიმართულებით... ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, რომ საქართველო რეგიონული ფინანსური ცენტრი გახდეს", – აღნიშნა პრემიერმა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა 1919 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს სავაჭრო პალატებს, სამეწარმეო ორგანიზაციებსა და ცალკეულ კომპანიებს და მისი მიზანია ვაჭრობის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება, საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტერესების ერთობლივი დაცვა, კომერციული დავების გადაჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0