გურჯაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლმოკიდებული სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში მარჩილაშვილების ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეხანძრეები - Sputnik საქართველო
თბილისში სახლი იწვის: მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახმა ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლო.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, გურჯაანის მერია უსახლკაროდ დარჩენილ მარჩილაშვილების ექვსსულიან ოჯახს 5 ათასი ლარით დაეხმარება და დროებით საცხოვრებელ ფართს უქირავებს.

რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით  უცნობია.  მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0