თბილისში სახლი იწვის: მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ

© Sputnik / Denis Aslanovმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო გაჩნდა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის, მეხანძრე მაშველების ბრიგადა ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი ნაძალადევის რაიონში დაახლოებით დილის 8 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0