ბორჯომში ხე-ტყის სანიტარული ჭრა იწყება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანიტარული ჭრები მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განხორციელდება.

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე  ხე-ტყის სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება, აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მტირალას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხუთ რეგიონში 2019 წელს ხეებს დათვლიან

სააგენტოს ინფორმაციით, სანიტარული ჭრები მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განხორციელდება. სანიტარული ჭრების დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება მავნებელ-დაავადებების გავრცელებას განაპირობებს.

უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი -მბეჭდავი ქერქიჭამია (Ipstypographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

„სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26 ათას ჰა ფართობზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდებოდა მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
ტყის პატრული და ახალი ადგილები დასვენებისთვის - წლის შედეგები ბუნების დაცვის კუთხით

სულ 2013-2018 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარულ ჭრები 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ხორციელდება.

2017 წლიდან ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰექტარ ფართობზე დაიწყო.

გარდა ამისა,  სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. ამ ღონისძიებების შემდეგ ხდება ტყეებში სანიტარული ჭრების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილების შევსება და შესაბამისად, ტყის კორომების შემადგენლობის გაუმჯობესება.

 

ყველა ახალი ამბავი
0