ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიავტომატი "კალაშნიკოვი"
ავტომატი კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ბათუმში - Sputnik საქართველო
სროლა ხელვაჩაურში: დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულის სახლის  ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და ცხრა საბრძოლო ვაზნა ამოიღო, მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ექვსი საბრძოლო ვაზნა.

დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0