იაპონიაში გამოფენა „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

© courtesy of Taste Tbilisi Hotelქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიცია უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. დღეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიხსნა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

 Caucasus Tourism Fair 2016 - Sputnik საქართველო
Welcome to Georgia: საქართველო ბერლინში ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

„გამოფენა დამთვალიერებლებისთვის დღეიდან ღიაა. 15 მარტს გაიმართება საზეიმო ოფიციალური გახსნა, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. გამოფენამ პირველივე დღეს დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ.

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროექტი ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით.

ყველა ახალი ამბავი
0