თბილისში რამდენიმე ათასი ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზსადენი დაზიანდა

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. 500-მილიმეტრიანი გაზსადენის დაზიანების გამო „ყაზტრანსგაზის“ დაახლოებით 5 ათასი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ათასობით ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყდა >>

გაზსადენის დაზიანების მიზეზი მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ტრანსპორტერის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოები გახდა.

გათბობის რადიატორთან მოკალათებული კატა - Sputnik საქართველო
როგორ გავთბეთ 50%-ით უფრო იაფად - რუსული კომპანია საიდუმლოს საქართველოს უზიარებს

ამ დროისათვის დაზიანებული გაზსადენი აღდგენილია, გაზმომარაგება 20:00 საათისთვის სრულად აღდგება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვეს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებლად“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისში სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების გამო გაზსადენი ზიანდება. ასე მაგალითად, 1 მარტს ბუნებრივი აირის გარეშე დაახლოებით 9 ათასი აბონენტი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0