საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიის ნაკრებთან შესახვედრად მზადაა

© photo: Georgian Rugby / FBსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ვარჯიში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს უკვე შვიდჯერ შეხვდნენ და შვიდივე მატჩი ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის ფარგლებში გერმანიის ნაკრებთან მატჩის წინ დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა, ხოლო სამწვრთნელო შტაბმა „ჯვაროსნების“ შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ბორჯღალოსნებმა ევროპის ერთა თასზე ბელგია გაანადგურეს >>

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ბელგიის წინააღმდეგ ერთი კვირის წინ გამართულ მატჩთან (46:6) შედარებით რამდენიმე ცვლილება შეიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდში ზურაბ ჟვანიას დაბრუნება, რომელმაც ეროვნული ნაკრების სახელით ბოლოჯერ 2017 წელს იასპარეზა.

„ევროპის ერთა თასის ამჟამინდელი გათამაშება იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ძირითად ეტაპს წარმოადგენს. ამიტომ გვინდა რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ავამოქმედოთ, რათა მსოფლიო პირველობისთვის მომზადებისას ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ“, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

© photo: Georgian Rugby / FB საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიის ნაკრებთან შესახვედრად მზადაა - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან მატჩის დროს (ფრჩხილებში მითითებულია მატჩების რაოდენობა და კლუბი)

უკანა ხაზი:

ლაშა ხმალაძე – (72, „ბათუმი“, საქართველო)

მირიან მოდებაძე – (6, „აია", საქართველო)

მერაბ შარიქაძე (კაპიტანი) – (61, „ორიაკი“, საფრანგეთი)

ლაშა მალაღურაძე – (89, ВВА, რუსეთი)

სოსო მათიაშვილი – (15, „ლელო სარაცინს", საქართველო)

თედო აბჟანდაძე – (5, „აია", საქართველო)

გელა აფრასიძე – (13, „მონპელიე", საფრანგეთი)

შერკინება:

ზურაბ ჟვანია – (38, „ვოსპსი", ინგლისი)

შალვა მამუკაშვილი – (64, „ენისეი", რუსეთი)

ბექა გიგაშვილი – (5, „გრენობლი", საფრანგეთი)

შალვა სუთიაშვილი – (73, „ანგულემი", საფრანგეთი)

გიორგი ნემსაძე – (88, „ოსპრეიზი", უელსი)

ბექა საღინაძე – (2, „ორიაკი", საფრანგეთი)

გიორგი ცუცქირიძე – (16, „ორიაკი", საფრანგეთი)

ოთარ გიორგაძე – (18, „ბრივი", საფრანგეთი).

საქართველოს და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს უკვე შვიდჯერ შეხვდნენ და შვიდივე მატჩი ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს. ყველაზე დიდი გამარჯვება თარიღდება 2010 წლით, როდესაც „ჯვაროსნებმა“ თბილისში 77:3 მოიგეს. ნაკრებები ერთმანეთს ევროპის ერთა თასში გასულ წელსაც შეხვდნენ. თამაში გერმანიის ოფენბახში შედგა და სტუმრების „მშრალი“ გამარჯვებით 64:0 დასრულდა.

© FB / Georgian Rugbyმატჩი საქართველო-გერმანია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიის ნაკრებთან შესახვედრად მზადაა - Sputnik საქართველო
მატჩი საქართველო-გერმანია

„მომავალი თამაში ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან ის ქუთაისში შედგება. ამ ქალაქში ძალიან უყვართ რაგბი, ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე გუნდი წარმატებით ასპარეზობს. აქ მაღალი ხარისხის რაგბის ფასი იციან და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა თამაშისგან სიამოვნება მიიღონ“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

საქართველოს და გერმანიის ნაკრებებს შორის მატჩი ქუთაისში 10 მარტს შედგება. დასაწყისი 16:00 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0