საქართველოს ბორჯღალოსნებმა ევროპის ერთა თასზე ბელგია გაანადგურეს

© Sputnik / STRINGERრაგბი: მატჩი საქართველო-ესპანეთი - გამარჯვება
რაგბი: მატჩი საქართველო-ესპანეთი - გამარჯვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა ლელო და საერთო ანგარიში 46:6 - საქართველოს ნაკრებმა ბელგიის მორაგბეებს სძლია

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბრიუსელში, ევროპის ერთა თასის ფარგლებში დამაჯერებლად მოუგო ბელგიის ნაკრებს - 46:6.

არც სპეციალისტებს, არც ქომაგებს არ ეპარებოდათ ეჭვი იმაში, რომ ქართველი მორაგბეები მატჩის ერთპიროვნული ფავორიტები არიან. მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა თავისი სტატუსის გამართლება შეხვედრის პირველივე წუთებიდან დაიწყეს.

ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ერთა თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს - Sputnik საქართველო
ღირსეული გამარჯვება – ბორჯღალოსნები ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

„ჯვაროსნებმა“ ბელგიელებს თავს მოახვიეს ისეთი ტემპი, რომლის გამო ისინი შეცდომაზე შეცდომას უშვებდნენ. ამ შეცდომებმა თავდაცვაში გამოიწვია ის, რომ სტუმრებმა ოთხი ლელოს დამიწება შეძლეს მეტოქის ზონაში. წარმატებული ლელოს ავტორები გახდნენ გურამ გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გიორგი ცუცქირიძე და მირიან მოდებაძე. თუმცა გარდასახვა არ იყო ასეთი შედეგიანი - მხოლოდ სოსო მატიაშვილის დარტყმამ მიაღწია მიზანს.

აღსანიშნავია, რომ გოგიჩაიშვილისთვის ბელგიის წინააღმდეგ მატჩში დადებული ლელო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველი გახდა.

ერთადერთი, რა დაუპირისპირა მასპინძელმა მეტოქეს პირველი ტაიმის ბოლოს - საჯარიმო დარტყმა ლიუს დე მოფარტსის შესრულებით. შესვენებაზე გუნდები გავიდნენ 22:3 ანგარიშით საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს ევროპის ერთა თასში მოუგო >>

შეხვედრის მეორე ნახევარი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა - საქართველო უტევდა, ბელგია კი თავს იცავდა, თანაც უშედეგოდ. მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა კიდევ ოთხი ლელოს დადება შეძლეს. ტაბლოზე აინთო ზურაბ ძნელაძის, გელა აფრასიძის, გიორგი ცუცქირიძის და გიორგი თხილაიშვილის გვარები. ოთხიდან ორი გარდასახვა აფრასიძემ შეასრულა. საბოლოო ანგარიში 46:6 და საქართველო ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა.

ქართველი მორაგბეები ტურნირის მომდევნო მატჩს ქუთაისში გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში 10 მარტს შედგება და 16:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0