თავდასხმა „ევროპული საქართველოს“ წევრზე: ბრალდებული დაკავებულია

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ნაფეტვარიძეს თავს უცნობი მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. „ევროპული საქართველოს“ წევრს, დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა დღეს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მოხდა.

დავით ნაფეტვარიძეს თავს უცნობი მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

„მზიურიდან წამოვედით ფეხით. ეს ტიპი დიდი ქვით უკან მოგვყვებოდა. ვერცერთი წამით ვერ დავუშვი, რომ ჩვენ მოგვყვებოდა. აქ რომ მოვედით, ჩაარტყა და ქვევით ჩააგდო, ქვევით იპოდრომზე. ბევრჯერ ურტყამდა ხელს, აგრძელებდა ისევ, ვიღაც უცხოები დაგვეხმარნენ, გააშველეს, ისევ მივარდა და ურტყამდა“, - განაცხადა დავით ნაფეტვარიძის მეუღლემ, ნინო ნაფეტვარიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი ირაკლი აბესაძე იმ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც დავით ნაფეტვარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფად და ობიექტურად გაარკვევს გარემოებებს, რის გამო მოხდა აღნიშნული ძალადობრივი თავდასხმა. მაგრამ ზოგადად ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენულ ვითარებასთან მიმართებაში ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რასაც სამინისტროს ხელმძღვანელობა იჩენს, დამღუპველია. ჩანს ისე, რომ უმოტივოდ ეს ადამიანი თავს დაესხა და ულაპარაკოდ თავში ჩაარტყა ქვა. დანარჩენი გამოძიების პრეროგატივაა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დავით ნაფეტვარიძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმის თქმით, პაციენტს ტვინის შერყევის ნიშნები აქვს. მედიკოსების განმარტებით, ნაფეტვარიძეს კეფის არეში დიდი ზომის ჰემატომა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0