ინდიან–უელსში ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე ინდოეთის წარმომადგენელი იქნება

© Facebook / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის საპრიზო ფონდი 9,3 მლნ დოლარს შეადგენს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-18 ნომერი АТР-ს რეიტინგში) ამ დღეებში ინდიან–უელსში (აშშ) მიმდინარე „მასტერსის" სერიის საჩოგბურთო ტურნირის პირველ წრეში ინდოელ პრაჯნეშ გუნესვარანს (97) შეხვდება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი დუბაის ტურნირის ნახევარფინალში ვერ გავიდა

ბასილაშვილი და გუნესვარანი მანამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. შეხვედრა 9 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

2018 წელს ბასილაშვილი ინდიან–უელსის ტურნირს ტრავმის გამო პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა და, შესაბამისად, ვერც ერთი რეიტინგული ქულა ვერ გამოიმუშავა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სეზონზე ტურნირის ნებისმიერი მოგებული მატჩის შედეგად ბასილაშვილი რეიტინგულ ქულებს მოიპოვებს და დიდი ალბათობით АТР-ს განახლებულ რეიტინგში საკუთარ პოზიციებს გაიუმჯობესებს.

ინდოელ ჩოგბურთელთან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი გამოიმუშავებს 45 სარეიტინგო ქულას და დაახლოებით 50 ათას დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ინდიან–უელსში 17 ნომრადაა განთესილი.

ინდიან–უელსში BNP Paribas Open-ის „მასტერსი“ 17 მარტამდე გასტანს. ტურნირის საპრიზო ფონდი 9,3 მლნ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0