ბასილაშვილი დუბაის ტურნირის ნახევარფინალში ვერ გავიდა

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ტურნირში მონაწილეობისთვის ქართველი ჩოგბურთელი საპრიზო 75 ათას დოლარს მიიღებს

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-19 ნომერი АТР-ს რეიტინგში) ვერ შეძლო სერიიდან АТР-500 ტურნირის ნახევარფინალში გადასვლა. ტურნირი ამ დღეებში დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) მიმდინარეობს.

დაძაბულ მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ხორვატ ბორნა ჩორიჩთან (13) სამ სეტში წააგო - 6:4, 2:6, 6:7. მატჩი თითქმის ორნახევარ საათს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილის ახალი რეკორდი - ქართველი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ოცეულშია

ჩორიჩთან დაპირისპირება ბასილაშვილისთვის ოთხ ნაწილად ჩამოყალიბდა. პირველ ნაწილში ქართველმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, მაგრამ მეორე პარტია - ჩავარდა. რთული აღმოჩნდა მესამე ნაწილი, მაგრამ ქართველმა სამი გეიმი ზედიზედ მოიგო. შედეგად თამაში გათანაბრდა და ნახევარფინალის საგზურის გათამაშება ჩოგბურთელებს ტაი-ბრეიკზე მოუწიათ.

აქ კი ბასილაშვილმა, რომელმაც, როგორც ჩანს, დიდი ძალა დახარჯა come back-ზე პარტიის შუა მონაკვეთში, 1:7 წააგო.

ფინალში გასვლისთვის ჩორიჩი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (7) შეხვდება.

მიუხედავად ამისა, Dubai Duty Free Tennis Championships-ზე გამოსვლა ბასილაშვილის აქტივში ჩაიწერება - მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 75 ათასი აშშ დოლარი. დიდი ალბათობით, АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელის პოზიციები გაუმჯობესდება.

ტურნირი დუბაიში 2 მარტამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდია თითქმის სამი მილიონი დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0