ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

© photo: Sputnik / Stringerგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გაწმენდითი სამუშაოები გზაზე - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

დეპარტამენტის ცნობით, მლეთა–გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგრეთვე განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გუდაური–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვლი, ქარი და ნამქერები) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0