თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა.
ამ დროისათვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.