ზუგდიდში ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებმა, რომლებსაც 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ, დანაშაული აღიარეს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში Liberty Bank-ის ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავდასხმა ინკასაციის მანქანაზე ზუგდიდში - ძარცვის ახალი დეტალები>>>

ბრალდებულები ინკასაციის მანქანას 2 მარტს დაესხნენ თავს. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მათ ერთ-ერთი ინკასატორი დაჭრეს, გაიტაცეს 100 ათასი ლარი, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ.

„ლიბერთი ბანკის“ ფილიალი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პოლიციელი

მოგვიანებით პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულებმა დანაშაულის ადგილი დატოვეს, მოპარული იყო. გაირკვა, რომ ბანკზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში ელექტროსადგურის დარაჯებს დაესხნენ თავს და ავტომობილი და მათი პირადი ნივთები გაიტაცეს.

პოლიციამ მოპარულ ავტომობილს ერთ-ერთ სოფელში მიაკვლია.

იმ სახლის ჩხრეკისას, სადაც დამნაშავეები იმალებოდნენ, პოლიციამ ბანკიდან მოპარული თანხა, „კალაშნიკოვის" სისტემის ორი ავტომატი და ორი Girsan-ის მარკის პისტოლეტი და ნიღბები ამოიღო.

დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით: „ყაჩაღობა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა", „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების ან გამოძალვის მიზნით", „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება", „ჯანმთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება", რაც ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0