ზუგდიდში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პოლიციელი

© photo: Sputnik„ლიბერთი ბანკის“ ფილიალი
„ლიბერთი ბანკის“ ფილიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გამსახურდიას გამზირზე მოხდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თამარაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

თვითმხილველების განცხადებით, მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა წაღებული თანხა.

შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი ინკასატორი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0