თამარაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა თამარაშვილის ქუჩაზე, Gulf-ის ავტოგასამართ სადგურთან დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. ავტომობილი, საიდანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ავტოგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

თამარაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0