საქართველოში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტები იკრძალება

გამოწერა
პოლიეთილენის პაკეტები ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს მაღაზიებში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტების გაცემა აიკრძალება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური.

პოლიეთილენის პაკეტებით დაბინძურებული გარემო - Sputnik საქართველო
პოლიეთილენის პარკების წარმოება-რეალიზაცია დასჯადი ხდება: სანქციები და ჯარიმები

საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდა. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება და ასევე ყველა სახეობის პლასტიკური პაკეტის იმპორტი.

„ცელოფნის პაკეტებს გარემოს დაბინძურებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია... ეს მიუღებელია ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომ დადგენილი ნორმების გამკაცრება აუცილებელი ზომაა. 2018 წლის ოქტომბრიდან დაბალი მიკრონაჟის მქონე პაკეტებზე აკრძალვა დაწესდა, წელს კი ჩვენ მთლიანად გადავდივართ ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე", – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

გარდა ამისა, ფართოვდება, მაგალითად, პაკეტების, აკუმულატორების, ზეთების და მსგავსი პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვალდებულებები ნარჩენების მართვაზე.

პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0