ჟიული შარტავას სახელი საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ დარბაზს მიენიჭა

© FB / Giorgi Kvirikashviliჟიული შარტავა
ჟიული შარტავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას, რომელსაც დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში გაიხსნა დარბაზი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას სახელი, რომელსაც ოთხშაბათს 75 წელი შეუსრულდებოდა.

სოხუმის დაცემის დღე – თბილისში აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ >>

გარდა ამისა, დარბაზის შესასვლელთან ჟიული შარტავას მემორიალური დაფა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრები.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ სივრცეს ჟიული შარტავას სახელი ეწოდება. დაგეგმილია ამ სივრცის რეაბილიტაცია და მას ახალი დატვირთვა მიენიჭება. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიხსენონ ჟიული შარტავა. ჟიული შარტავას სახელი ყოველთვის შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ჩვენი თავდადება და თითოეული დღე ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გამსჭვალული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოხუმი - Sputnik საქართველო
სოხუმის დაცემის დღე – თბილისში აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ

შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე მის მშობლიურ ქალაქ სენაკში - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

„ბატონი ჟიული შარტავა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოჩენილი გმირია. მომავალი თაობები ბატონ ჟიულის მაგალითზე უნდა აღიზარდონ“ , - განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ჟიული შარტავა - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1944 წლის 7 მარტს სენაკში, პედაგოგების ოჯახში.

შარტავა განათლებით ინჟინერი იყო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სწავლობდა ასპირანტურაში.

1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი.1992 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან.

აფხაზეთში შეირაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით, შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

შარტავა თავის მომხრეებთან ერთად სოხუმში ბოლო წუთამდე დარჩა. მან უარი თქვა დაეტოვებინა მინისტრთა საბჭო სოხუმის დაცემის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ქალაქიდან გასვლას და ხელშეუხებლობას სთავაზობდნენ.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი აფხაზური და ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული ფორმირებების ხელში გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც ხსოვნისა და იმედის დღეს.

ყველა ახალი ამბავი
0