სოხუმის დაცემის დღე – თბილისში აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ

© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOVსოხუმი
სოხუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთი ტკივილი აქვთ.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულ თარიღთან, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები და რიგითი მოქალაქეები ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს დილიდანვე გვირგვინებით ამკობენ.

„მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს" - პრემიერი კონფლიქტების მოგვარებაზე>>>

1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, რომელსაც ქართული საჯარისო ნაწილები იცავდნენ. სოხუმი აფხაზური და ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული ფორმირებების ხელში გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც ხსოვნისა და იმედის დღეს.

 „25 წელი არის ძალიან ბევრი ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის და ბევრი ადამიანი დღესაც ამ ტკივილით ცხოვრობს. ეს ტკივილი არ განელებულა და ერთნაირად სტკივათ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს – იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები, ვინც არიან გამოდევნილი საკუთარი სახლებიდან და დღეს დაბრუნება არ შეუძლიათ", – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია.

სოხუმი - Sputnik საქართველო
მოსახლეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარი ქონების დარეგისტრირებას შეძლებს

„ეს ორი ერის ტრაგედია იყო. ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ არ იყო, ეს იყო საქართველოსა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ომი. შესაბამისად, ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ ეს. ჩვენ ყოველთვის კარგად გვესმის და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ პრობლემის გადალახვა იქნება წინაპირობა ჩვენი ხალხების შემდგომი წარმატებული განვითარებისთვის", – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სოხუმის დაცემის დღეს ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და ყველა ის, რომლებმაც ბოლო წუთამდე ქალაქი არ დატოვეს.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მთელი ჩვენი საზოგადოებიდან, მათ შორის, აფხაზური საზოგადოებიდან კიდევ უფრო მეტია მზაობა, ჩვენ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი აქედან და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დღეს არის ასევე ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვის დღე. ამ ადამიანმა მაგალითი მისცა ყველას, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა>>>

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყველაფერს აკეთებს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„უალტერნატივო შეთავაზება" – საქართველოს პრემიერმა აფხაზებს მიმართა

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მთელ საქართველოს, მათ შორის, ჩვენ აფხაზ ძმებს კარგად ესმით, რა მოხდა და ნაბიჯები, რომლებსაც დღეს ვდგამთ, არის ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ეს არის სწორი დასკვნა, სწორი ანალიზი იმ მოვლენების, რაც წლების წინ აფხაზეთში მოხდა. ვფიქრობ, ამით მთელი საქართველო, მთელი ჩვენი საზოგადოება, მათ შორის აფხაზეთში, თანაბრად და ძალიან მძიმედ დაზარალდა", - აღნიშნა თალაკვაძემ.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა გასცა ბრძანება ფსოუ-ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ. ე.წ. აფხაზური გვარდიის მეომრებმა ქართველ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ომში გადაიზარდა.

ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მისი შედეგია ასობით ათასი დევნილი, ათეულობით ათასი დაღუპული. თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართული მხრიდან 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0