საქართველოში პესტიციდების გაყიდვა შეიზღუდება

© FB / National Food Agencyაზიურ ფაროსანასთან ბრძოლისათვის განკუთვნილი ტრაქტორები
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისათვის განკუთვნილი ტრაქტორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობას სურს მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, რომლებიც შხამქიმიკატების შენახვა-ტრანსპორტირებისას წარმოიშვება

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოში 1 აპრილიდან პესტიციდების რეალიზაციას მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებული ოპერატორები განახორციელებენ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფუტკარი - Sputnik საქართველო
ფუტკრის მკვლელი პესტიციდების გამოყენება აიკრძალა

„არსებობს ბევრი პრობლემა, რომელიც უკავშირდება პესტიციდების შენახვის ვადებს, პროდუქციის ხარისხობრივი მახასიათებლების დარღვევას. რისკების მინიმიზაციისთვის საჭიროა ავტორიზებული რეალიზაციის წერტილები“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პესტიციდები მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია და სიტუაციიდან გამოსავალი იქნება მათი შეძენა მხოლოდ სპეციალურ საიმედო წერტილებში.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს პესტიციდების ხარისხის კონტროლს. 2018 წელს სააგენტოს თანამშრომლებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის 136 ობიექტი შეამოწმეს და 348 სინჯი აიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0