ფუტკრის მკვლელი პესტიციდების გამოყენება აიკრძალა

© photo: Sputnik / Lev Ustinov / გადასვლა მედიაბანკშიფუტკარი
ფუტკარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლების განმავლობაში ფუტკრების პოპულაციის მასობრივი კვდომის ერთ-ერთ მიზეზად პესტიციდების გამოყენება დასახელდა

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ევროკავშირმა ფუტკრების მკვლელი სამი პესტიციდის გამოყენება ფუტკრების პოპულაციისათვის საფრთხის შექმნის გამო აკრძალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევროპულმა სახელმწიფოებმა ნეონიკოტინოიდური ინსექტიციდების აკრძალვას მხარი დღეს დაუჭირეს. აიკრძალა კლოტიანიდინი (Clothianidin), იმიდაკლოპრიდი (Imidacloprid) და ტიამეტოქსამი (Thiamethoxam), რომლებიც დაფუძნებულია ნიკოტინის ქიმიურ სტრუქტურაზე და მწერების ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. აღნიშნულ ინსექტიციდებზე 1 500-მდე კვლევა ჩატარდა.

საკანონმდებლო აკრძალვის საფუძველი ევროპის საკვების უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც, ქიმიური ნივთიერებების უმრავლესობა ფუტკრებს საფრთხეს უქმნის.

ბარამბო ყვავილობისას - Sputnik საქართველო
ბარამბო – ფუტკრის ერთ-ერთი საყვარელი მცენარე

ბოლო წლების განმავლობაში ფუტკრების პოპულაციის მასობრივი კვდომის ფაქტები აღინიშნა, რომლის მიზეზად ტკიპები, პესტიციდები, ვირუსი, სოკოები ან ამ ფაქტორების კომბინაცია დასახელდა.

ნეონიკოტინოიდის გამოყენება ევროკავშირში 2013 წლიდან, მას შემდეგ შეიზღუდა, რაც მისგან გამოწვეული რისკების შეფასდა. ხუთი წლის წინ აღნიშნული სამი ქიმიკატის გამოყენება იმ ყვავილებზე აიკრძალა, რომელსაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეტანება.

ფუტკარი და სხვა მწერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო წარმოებისთვის, რადგან ისინი მარცვლეულის უმეტესობას ამტვერიანებენ. ბოლო წლებში დამამტვერიანებლების რაოდენობის შემცირებას მეცნიერები პესტიციდების გამოყენებას უკავშირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0