Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ოფიციალურად დაქორწინებულები: ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ხელი მოაწერეს

© photo: nanukagudavadze / Instagramბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალდაქორწინებულებმა ხელი ერთ-ერთ ქორწინების სახლში მოაწერეს

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მუსიკოსის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქორწინება მოდელ ნანუკა გუდავაძესთან ოფიციალური გახდა.

ბერა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად საახალწლო ფოტოსესია წარმოადგინა >>

წყვილის ქორწილი 2018 წლის 11 ნოემბერს გაიმართა. მათ ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოველში, შემდეგ წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება იზეიმა კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში.

დღეს მუსიკოსმა Instagram-ზე ატვირთა ფოტო წარწერით Officially Married (ოფიციალურად დაქორწინებულები), გამომწერებმა კი მათ ეს დღე მიულოცეს.






View this post on Instagram

Officially Married ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

„ულამაზესი წყვილი ხართ, გაიხარეთ!“, -წერს მომხმარებელი teona.bagashvili.31

„გილოცავთ, ძალიან ლამაზი წყვილი ხართ!“, - აღფრთოვანებულია manana_tata.

ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
საშინლად ლამაზი: ბერა ივანიშვილი არაორდინარული სილამაზის მქონე მამაკაცების სიაში მოხვდა

მართლაც, წყვილი ფოტოზე მშვენივრად გამოიყურება - ბერამ მოირგო ლურჯი ფერის ოფიციალური კოსტიუმი, ნანუკას ვერცხლისფერნაქარგიანი გრძელი კრემისფერი კაბაშია გამოწყობილი.

ბერას რჩეულზე არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი. ის ყოფილი მოდელი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მასმედიაში წერდნენ, რომ 14 წლის ასაკში ნანუკა დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ახლა კი გოგონას ფეშენ-ბლოგერს უწოდებენ.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ყველა ახალი ამბავი
0