თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სიაში, რომელშიც ის ახალგაზრდა მამაკაცები შევიდნენ, რომლებიც მსოფლიოს სილამაზის საკუთარ წესებს კარნახობენ, ქართველი მუსიკოს-შემსრულებელი, ექს-პრემიერ და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი მოხვდა.
ბერამ ახლად შერთულ მეუღლეს კლიპი მიუძღვნა>>>
რეიტინგი ინგლისურენოვანმა გამოცემა BrightSide-მა გამოაქვეყნა.
„შესანიშნავია, როცა ცხოვრება მომხიბვლელობას ბონუსად გაძლევს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, თუ არ გაღელვებს საზოგადოებაში არსებული წესები და სტანდარტები სილამაზის შესახებ, იღებ საკუთარ თავს და აჩვენებ მთელ სამყაროს, რომ შესანიშნავი და მომხიბვლელი ხარ მაშინაც კი, თუ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ, სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოებამ დაგიწესა", - ნათქვამია სტატიაში.
ქართველი მომღერალი რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოჩნდა. პირველ ადგილზე ბრაზილიელი YouTube-ბლოგერი და თეატრის მსახიობი, ცეცხლისფერთმიანი კრისტიანო აღმოჩნდა.
„ბერა ივანიშვილი ან უბრალოდ ბერა, ქართველი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. ის ერთადერთი ალბინოსი არაა თავის ოჯახში. მისი ძმა ცოტნეც საოცრად ჰგავს ბერას და ალბათ, მომავალში ისიც მუსიკოსი გახდება", - წერს გამოცემა.
სიაში ასევე მოხვდნენ მუსტაფა საიდი - ვიტილიგოს (კანის პიგმენტაციის დარღვევა - რედ.) მქონე სამხრეთ-აფრიკული წარმომავლობის მოდელი, ჰოლანდიელი მოდელი-ალბინოსი სანელ ჯუნიორ ქსაბა, იაკუტელი სპორტსმენი ნიკოლაი მატანანოვი, გრძელთმიანი ბლოგერი Hairfreaky long hairდა ა.შ.
ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.
2018 წელს 23 წლის ბერა მოდელ ნანუკა გუდავაძეზე დაქორწინდა.