ეგვიპტის კინოფესტივალზე გიორგი ბოჭორიშვილი საუკეთესო მსახიობად აღიარეს

© photo: Giorgi Bochorishvili / FBქართველი მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი
ქართველი მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის მხატვრულ ფილმში შესრულებული როლისთვის გიორგი ბოჭორიშვილმა პრესტიჟული კინოფორუმის ჟიურის წევრების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა ქალთა კინოს ასუანის საერთაშორისო ფესტივალზე ეგვიპტელი მსახიობის, ნადი ლუტფის სახელობის ჯილდო დაიმსახურა, ნათქვამია ფესტივალის განცხადებაში.

სარვამარტო კინოფესტივალი: თბილისში ფემინისტების ფილმებს აჩვენებენ >>

კინოფირი - Sputnik საქართველო
ქართულ–აზერბაიჯანული ფილმი როტერდამის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა

კინოფორუმი ეგვიპტეში თებერვლის ბოლოს ჩატარდა. ქალთა კინოს ასუანის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი“, რომელშიც ბოჭორიშვილმა მთავარი როლი შეასრულა.

ამავე ფესტივალის პრიზიორი გახდა ქართველი რეჟისორის, მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“. კინოფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“. გულბიანის გარდა, ნომინაციაში გამარჯვებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან 31 კინორეჟისორი იბრძოდა.

ფილმი „ჰორიზონტი“ ოჯახის დანგრევისა და გმირების დილემის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მთავარი პერსონაჟია გიორგი, რომელიც გაყრის შემდეგ ქალაქს ტოვებს და პატარა ზღვისპირა სოფელში გადადის საცხოვრებლად. წარსული მას თავს არ ანებებს და უფრო ხშირად ახსენებს თავს.

ფილმი საქართველოს, შვედეთისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია. „ჰორიზონტის“ პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2018 წელს შედგა. საქართველოში ფილმი მონაწილეობდა „ოსკარის“ პრემიაზე „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ ნომინაციაზე წარსადგენი ფილმების ეროვნულ კონკურსში.

კადრი ფილმიდან ჰორიზონტი - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა

გიორგი ბოჭორიშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. არის კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოში სახელი გაითქვა პოპულარულ ტელესერიალებში მონაწილეობით - „გოგონა გარეუბნიდან“ და „ჩემი ცოლის დაქალები“. დაქორწინებული იყო თეატრისა და კინოს მსახიობ ეკა დემეტრაძეზე.

ყველა ახალი ამბავი
0